თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის ამოსაბეჭდი ვერსია

2018-06-08

საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის, მიმდინარე თვის ბოლოს, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოეწერება ხელი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს ევროკავშირთან, ჩინეთთან - რომელიც რომელიც უახლოეს წარსულში ამოქმედდა, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA), თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან, უახლოეს ხანში, ჰონგ კონგიც შეემატება, რასთან დაკავშირებითაც ხელშეკრულება "Belt and Road"-ის სამიტის ფარგლებში გაფორმდება.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პროდუქციის ექსპორტისთვის და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს ღია ეკონომიკას, ღიას - ვაჭრობისთვის, ინვესტიციებისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს დამატებით ბიძგს მისცემს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას,"- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური