საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

პრემიერმა 26 მაისის საორგანიზაციო ჯგუფს მადლობა გადაუხადა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-05-29

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე იყო ჩვენს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, რომლითაც ყველას გავაგებინეთ, რომ ჩვენ ყველაზე ძველი ევროპული ტრადიციის ქვეყანა ვართ.

ძალიან დიდ მადლობას გიხდით საიუბილეო ღონისძიებების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის. ის, რომ 26 მაისი გადაიქცა დიდ, საერთო სახალხო დღესასწაულად, რომელსაც ადამიანები ერთმანეთს ულოცავენ, თითოეული თქვენგანის დამსახურებაა. გილოცავთ, თქვენ ეს შეძელით!

ვიცი, რომ ამისთვის ბევრი ღამე გაათენეთ. მადლობა ღირსეული შედეგისთვის!

26 მაისის საორგანიზაციო ჯგუფს მადლობის სიგელები გადაეცემა.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური