დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების თეატრალიზებული ინსცენირება ამოსაბეჭდი ვერსია

2018-05-26

  3

26 მაისი, 17:10 საათი, თბილისი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე - ზუსტად ის დრო, იმ ადგილას, სადაც 1918 წელს ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, დღეს განსაკუთრებით საზეიმოდ აღინიშნა.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში 100 წლის წინანდელი მოვლენის - დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების თეატრალიზებული ინსცენირება გაიმართა.

წარმოდგენას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საქართველოში ვიზიტით მყოფ სახელმწიფოს მეთაურებსა და მაღალი რანგის სტუმრებთან და ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ღონისძიების დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, მაღალი რანგის დელეგაციების მეთაურებთან ერთად, სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური