საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო ამოსაბეჭდი ვერსია

2018-05-09

  2

საქართველომ უდიდესი მსხვერპლი გაიღო ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ყველას, ვინც ქვეყნის გადარჩენისთვის თავი გაწირა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვაკის პარკში განაცხადა, სადაც, მთავრობის წევრებთან ერთად, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.

პრემიერმა ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა ყველას, განსაკუთრებით კი ვეტერანებს და მათ მნიშვნელოვან ღვაწლზე ისაუბრა.

"მინდა, ყველას მივულოცო ფაშიზმზე გამარჯვების დღე, განსაკუთრებით - ვეტერანებს. ჩვენი ვალია, მათი გმირობა დავაფასოთ. ჩვენ გულში უნდა ჩავიხუტოთ ეს ძალიან ძვირფასი ადამიანები, რომლებმაც სიცოცხლე დადეს სამშობლოსთვის მსხვერპლად. საქართველომ გაიღო უდიდესი მსხვერპლი, 300 ათასზე მეტი ადამიანი შინ აღარ დაბრუნდა. ზოგიერთი გმირის სახელი ცნობილია, ზოგის - უცნობი. ასე, რომ დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ყველას, ვინც თავი გაწირა ქვეყნის გადარჩენისთვის. ამ უდიდეს დღეს ვულოცავ პირველ რიგში ომის ვეტერანებს და ასევე ვულოცავ მათ ოჯახებს, ვინც ამქვეყნად აღარ არის. საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას და მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას. სტაბილურობა არის ძალიან ძვირფასი რამ, რასაც ყველა უნდა გავუფრთხილდეთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი მიულოცა ვაკის პარკში შეკრებილ ვეტერანებს და მათ მხნეობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური