საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

საქართველო თამბაქოს კონტროლის თვალსაზრისით რეგიონში მოწინავე ქვეყანა ხდება ამოსაბეჭდი ვერსია

2018-05-03

`1

მოგეხსენებათ, 1-ლი მაისიდან საქართველოში ამოქმედდა „თამბაქოს კონტროლის შესახებ" ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც საქართველო ხდება რეგიონში მოწინავე ქვეყანა ამ თვალსაზრისით.

მაშინ, როდესაც მსოფლიოში თამბაქოსგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 10%-ია, საქართველოში ეს რიცხვი 22%-ს შეადგენს. ეს არის კატასტროფული მდგომარეობა. ამიტომ, მოვუწოდებ და ვთხოვ მოქალაქეებს, გაგებით მოეკიდონ ამ კანონს. ჩვენ უნდა დავიცვათ თამბაქოს კვამლისგან ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით ბავშვები.

მსოფლიოში ემპირიულად დადგენილია, რომ ასეთ კანონის მოქმედება მკვეთრად ამცირებს თამბაქოს მოხმარებას. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, გაგებით მოვეკიდოთ, განსაკუთრებით - ბიზნესსუბიექტებს, რომლებსაც ეს ეხებათ. რა თქმა უნდა, მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეფექტურად განახორციელოს ამ კანონის აღსრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი. თუმცა, როგორც შსს-ს განცხადებაშიც იყო ნათქვამი, მოქალაქეების მხრიდან ამ პრობლემის გაგება და თანამშრომლობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მისი ეფექტურობისთვის.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური