საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მთავრობის მეთაური საქველმოქმედო სპორტულ მარათონს -WINGS FOR LIFE გამოეხმაურა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-05-03

--

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქველმოქმედო სპორტულ მარათონს - WINGS FOR LIFE გამოეხმაურა და ყურადღება ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„6 მაისს იმართება მსოფლიო მარათონი. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება მოგეხსენებათ, რომ არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენც ჩავერთვებით ამ მსოფლიო მარათონში, რომელსაც ჰქვია WINGS FOR LIFE, ანუ ფრთები სიცოცხლისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,"- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მარათონი სტარტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ერთდროულად 200-ზე მეტ ლოკაციაზე აიღებს. შარშანდელის მსგავსად, მარათონს წელსაც კახეთი უმასპინძლებს.

„ასე რომ, მოგიწოდებთ სურვილის მიხედვით მიიღოთ მონაწილეობა ამ მარათონში. მნიშვნელოვანია, რომ პირადი მაგალითით მივცეთ მეტი სტიმული ჩვენს მოქალაქეებს, რათა ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადავიდნენ,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური