საქართველოს პრემიერ–მინისტრი იტალიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-03-08

2017 წლის 8 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იტალიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

იტალიის პრემიერ-მინისტრი პაოლო ჯენტილონი რომში ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ოფიციალური ცერემონიით დახვდა. კიჯის სასახლეში, საპატიოყარაულის თანხლებით, შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნი. პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს სამთავრობო დელეგაციის წევრები წარუდგინეს.ეკონომიკურ-კულტურული თანამშრომლობის ახალი ეტაპი დამკვეთრი დინამიკა საქართველო-იტალიის ურთიერთობებში, - ასე შეაფასა იტალიის პრემიერ-მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ ქართველი კოლეგის ოფიციალური ვიზიტი რომში. იტალიის მთავრობისმეთაურმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა ვიზიტისთვის, რაც, მისი თქმით, ხელს შეუწყობს ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას. მხარეებმა ისაუბრესსავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალზე, საქართველოს უნიკალურ გეოსტრატეგიულ მდებარეობაზე, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტურიზმის სექტორში თანამშრომლობისპერსპექტივებზე. აღინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმების მნიშვნელობა და გამოითქვა იმედი, რომ იტალია-საქართველოსბიზნესფორუმი საფუძველს ჩაუყრის ახალ იტალიურ ინვესტიციებს საქართველოში. გიორგი კვირიკაშვილმა და პაოლო ჯენტილონიმ ისაუბრეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებშისაქართველოს ინტეგრაციის საკითხებზე. იტალიის მთავრობის მეთაურმა გამოხატა კმაყოფილება საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების გამო.

საქართველო-იტალიის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის თარიღის მნიშვნელობასა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმაგიორგი კვირიკაშვილმა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა, ანჯელინო ალფანომ რომში გამართულ შეხვედრაზე.

მხარეებმა ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ კავშირებს. ყურადღებაგამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ პოტენციალზე. გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართული ბიზნესფორუმი მნიშვნელოვნადგაზრდის იტალიელი ბიზნესმენების დაინტერესებას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით.

საქართველოსა და იტალიას ეკონომიკურ თანამშრომლობის გაღრმავების უდიდესი პოტენციალი გააჩნია - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და იტალიისეკონომიკური განვითარების მინისტრ კარლო კალენდას შეხვედრაზე აღინიშნა. მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით,იტალია საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია - 2016 წელს სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 23%-ით. მისივე განცხადებით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველითავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (DCFTA)ორმხრივი თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს უხსნის გზას. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ რომში გამართული ბიზნესფორუმი კიდევუფრო დააინტერესებს იტალიელ მეწარმეებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით და ასევე, ხელს შეუწყობს ქართული ექსპორტის ზრდას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და იტალიისეკონომიკური განვითარების მინისტრმა ისაუბრეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კუთხით არსებულ პოტენციალზე. "მხარეები შეთანხმდნენ, რომ მაისის თვეში თბილისს იტალიის ბიზნესმისიაეწვევა, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან უმსხვილესი იტალიური კომპანიები და ადგილზე შეისწავლიან საქართველოს საინვესტიციო გარემოს."

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილი ასევე შეხვდა იტალიის სენატის პრეზიდენტ პიეტრო გრასოს. რომში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებისსაკითხებზე და საპარლამენტთაშორისო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები იყო. პიეტრო გრასომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისპროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს მოქალაქეები შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას შეძლებენ. გიორგი კვირიკაშვილმა დაპიეტრო გრასომ ისაუბრეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. იტალიის სენატის პრეზიდენტის თქმით, საქართველო, როგორც ევროკავშირის პარტნიორი ქვეყანა, მნიშვნელოვან როლს ასრულებსრეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2017 წლის საგაზაფხულო სესიას თბილისი უმასპინძლებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისპრეზიდენტის, პაოლო ალის შეხვედრაზე აღინიშნა. მხარეებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურაში ინტეგრაციის ძირითადი საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოსარსებითი პაკეტის იმპლემენტაციის დღის წესრიგს და აღინიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ამ მიმართულებით. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატო-ს საპარლამენტოასამბლეის საგაზაფხულო სესიის მნიშვნელობაზე, რომელიც თბილისში 26-29 მაისს გაიმართება.

დაბალი ტარიფები, მსუბუქი საბაზრო რეგულაციები, ბაზრის ფიზიკური და ნორმატიული ხელმისაწვდომობა, ევროკავშირთან ხელმოწერილი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცისშეთანხმება, გეოსტრატეგიული მდებარეობა, მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო სისტემა და გზატკეცილები, ეკონომიკურ ზრდასა და ბიზნესის წახალისებაზე ორიენტირებული მიმდინარე რეფორმები -საქართველოში არსებული მიმზიდველი ბიზნესგარემო პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს იტალიელ ბიზნესმენებს გააცნო. რომში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოსპრემიერ-მინისტრი, იტალია-საქართველოს ერთობლივი ბიზნესფორუმის გახსნას, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანჯელინო ალფანოსთან ერთად დაესწრო. ფორუმში 250-ზე მეტი წამყვანიიტალიური და ქართული ბიზნესკომპანია მონაწილეობდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური


ფოტოალბომი