• 21 აპრილი 2017
    პირისპირ შეხვედრა უნგრელ კოლეგასთან

    პოლიტიკური ურთიერთობები, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი იყო საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის მთავარი თემები.

  • 21 აპრილი 2017
    დახვედრის ოფიციალური ცერემონია

    თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, დელეგაციის წევრებთან ერთად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ეწვია.

  • 20 აპრილი 2017
    სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეოთხე ფორუმი

    „ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, ხოლო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი შეგნებულად სტუმრობს ოკუპირებულ ტერიტორიებს და აქ მილიტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს. თუმცა, საქართველო გადატანილი მღელვარებების მიუხედავად, ინარჩუნებს შედარებითი სტაბილურობის კუნძულის სტატუსს ამ ტურბულენტურ ხანაში - მან გაუძლო ბევრ დარტყმას - ეს არის მიღწევა, რომლითაც ბევრი სხვა ქვეყანა ვერ დაიკვეხნის," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეოთხე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • 19 აპრილი 2017
    პრემიერმა წაბლანის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წაბლანის ეკოლოგიური ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო. 

  • 19 აპრილი 2017
    სააგენტოს – „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია

    „ეს პროგრამა გვაძლევს შესაძლებლობას, სრულიად ახალი გვერდი გადავშალოთ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, მივცეთ გაფართოების საშუალება არა მხოლოდ არსებულ მეწარმეებს, არამედ დამწყებ საქმიან ადამიანებს, ინოვაციურად მოაზროვნე ახალგაზრდებს, ისარგებლონ სახელმწიფო პროგრამით და შექმნან ახალი მიმართულებები საქართველოს ეკონომიკაში," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.  

  • 18 აპრილი 2017
    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 22-23 აპრილს ირანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, - დაგეგმილი ვიზიტი და ორმხრივი ურთიერთობების განვითარება იყო საქართველოს მთავრობის მეთაურისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამედ ჯავად ზარიფის დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემები.

  • 17 აპრილი 2017
    პრემიერ-მინისტრის განცხადება

    ჩვენ პატივს ვცემთ და მივესალმებით თურქეთის მოსახლეობის არჩევანს. 

  • 16 აპრილი 2017
    სააღდგომო ლიტურგია სამებაში

    მთელი სულითა და გულით ვულოცავ მთელ საქართველოს ამ უდიდეს დღესასწაულს მართლმადიდებელთათვის - აღდგომას და საქართველოს, ყველა ოჯახს, გაძლიერებას ვუსურვებ, - ამ სიტყვებით მიულოცა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მოსახლეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

  • 13 აპრილი 2017
    საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

    ბატონი გივი იყო ჭეშმარიტად სახალხო არტისტი და ამასთან, იგი იყო მაგალითის მიმცემი მოქალაქე ბევრი ადამიანისთვის. გული მტკივა, რომ ძალიან მოულოდნელად წავიდა ის ამ ქვეყნიდან

  • 13 აპრილი 2017
    „დარიალი ჰესი“ საქართველოს ტურისტული მიმართულებების სიაში შევა

    „დარიალი ჰესი" საქართველოს ტურისტული მიმართულებების სიაში შევა, - აღნიშნული ინიციატივით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიმართა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ეს არის უნიკალური და ძალიან საინტერესო მიწისქვეშა ნაგებობა, რომელიც რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა უნდა ნახოს.

<<  1 2 3 4 5   >>