საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია

2017-12-07

მთავრობის სხდომის დაწყებისას ვისაუბრე ტრაგედიაზე, რომელიც თბილისში დატრიალდა, რომელსაც ორი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა და პარალელურად არ ვახსენე წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში მომხდარი ტრაგედია, რომელმაც ასევე 17 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა.

მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რომ ერთად არ ვახსენე ეს ტრაგედიები, რომლებიც პრინციპში ერთ პერიოდში მოხდა და არ მინდა, ამან გამოიწვიოს რაიმე უკმაყოფილება და გულისწყრომა, რაც აბსოლუტურად სამართლიანი იქნებოდა. ამიტომ, მინდა, გავაკეთო განმარტება. რა თქმა უნდა, ჩვენთვის, საქართველოში სადაც არ უნდა მოხდეს მსგავსი რამ, ყველგან დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის და რეაგირებაც, რომელსაც სახელმწიფო მოახდენს ასეთ უბედურებასა და ტრაგედიაზე, იქნება, რა თქმა უნდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური