საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა მთავრობაში საკადრო ცვლილებების ბრძანებებს ხელი მოაწერა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-11-13

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებებს მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებების განხორციელების შესახებ.

მთავრობის მეთაურის ბრძანებით, ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრად და ვიცე-პრემიერად - გიორგი გახარია, ფინანსთა მინისტრად - მამუკა ბახტაძე, ხოლო განათლების მინისტრად - მიხეილ ჩხენკელი.

პრემიერ-მინისტრმა ასევე გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დაინიშნა.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური