საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

შიდა გზების რეაბილიტაციის მსხვილი პროექტი იწყება ამოსაბეჭდი ვერსია

2017-10-27

მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის სივრცითი განვითარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტის ფარგლებში შიდა გზების რეაბილიტაციის მსხვილი პროექტი იწყება, - საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

ტენდერში გამარჯვებულია კორეული კომპანია, რომელიც 6 თვეში მოამზადებს დეტალურ პროექტებს ისეთი მნიშვნელოვანი გზების განვითარებისთვის, როგორებიცაა:
• აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთა;
• წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამია;
• სადახლო-ახკერპი - საქართველო-სომხეთის საზღვართან;
• ასევე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან არხილოსკალო-სამთაწყარო,
• წალენჯიხა-ჯვარი-ჯიხაშკარი;
• გუფთა-ონი;
• თბილისი (პანტიანი)-მანგლისი.

გარდა ამისა, განხორციელდება სხვა მცირე საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაცია.
„ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ამდენი შიდა გზის რეაბილიტაციის პროექტი, რაც, უპირველეს ყოვლისა, გზებს მოაწესრიგებს და გააჩენს ბევრ სამუშაო ადგილს ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური