შეხვედრა პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-10-19

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის შეხვდა.

მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივ თანამშრომლობაზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტსა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა პროგრესს, რომელსაც საქართველომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მიაღწია.

გიორგი კვირიკაშვილმა ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის დეტალურად გააცნო ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები. ყურადღება დაეთმო საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ.

პრემიერ-მინისტრმა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური