საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას „თბილისობა“ მიულოცა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-10-07

____


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას თბილისობის დღესასწაული „ახალი ტფილისიდან" მიულოცა.
მთავრობის მეთაური განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე თბილისობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს დაესწრო და სხვადასხვა გამოფენა დაათვალიერა.
„ყველას გილოცავთ თბილისობის ულამაზეს დღესასწაულს. მინდა, ყველას ჰქონდეს ასეთი განწყობა, როგორიც აქ არის, „ახალ ტფილისში". როგორც ამ უბანშია, ასეთი სილამაზე იქნება მთელ თბილისში. ძალიან მომწონს, როგორც გაკეთდა ძველი აღმაშენებელი. თბილისს აქვს უამრავი საგანძური, რომელიც ასეთი მიხედვის შემთხვევაში იქნება ძალიან ლამაზი. გარწმუნებთ, ზუსტად ასეთი ლამაზი იქნება მთელი თბილისი, ეს იქნება სოლოლაკი თუ თბილისის სხვა უბნები, სადაც თითოეული შენობა თბილისის საგანძურია და ჩვენ ამას აუცილებლად მივხედავთ. ყველას გილოცავთ. მინდა, ყველა თბილისელს და არათბილისელს, ვისაც თბილისი უყვარს, მივულოცო ეს დღესასწაული, რადგან ეს არის ძალიან ლამაზი დღესასწაული, შემოდგომის დღესასწაული და დარწმუნებული ვარ, დღევანდელ დღეს ყველას გულში სიხარულია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური