საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

გიორგი კვირიკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრას არ აპირებს

2017-10-07

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრას არ აპირებს, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს ძალიან ბევრი მნიშნელოვანი საქმე აქვს გასაკეთებელი.

„მინდა, ყველა თქვენგანი დავპატიჟო 2021 წელს, როდესაც ჩვენ დავასრულებთ რიკოთის უღელტეხილის ავტობანის ბოლო მონაკვეთს. მანამდე, ჩვენ უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, რომელიც  მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ კენჭისყრას. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ დაპირებები, რომლებიც გავეცით, აღსასრულებელია დაა ჩვენი გუნდი ძალიან ბევრს მუშაობს ამ მიმართულებით", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.  

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური