საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

საგანგებო შტაბის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-08-22

ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბი, ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში არსებულ ვითარებას აფასებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი შტაბის წევრებთან და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად მიმდინარე და დაგეგმილ მოქმედებებს განიხილავს.

სტიქიის სამ კერაზე გარკვეული მონაკვეთების ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა ხანძრის მასშტაბი მაინც დიდი რჩება. ამ დროისთვის მუშაობას აგრძელებს მძიმე ტექნიკა, მეხანძრეები და მაშველები ხანძრის ჩაქრობას მთელი ღამის მანძილზე გააგრძელებენ. დილიდან კი ცეცხლის კერების სალიკვიდაციო ოპერაციაში კვლავ ავიაცია ჩაერთვება. აზერბაიჯანისა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობების მიერ გამოგზავნილ ვერტმფრენებს, თურქეთიდან გამოგზავნილი სპეციალური სამაშველო თვითმფრინავი და ბელორუსული ვერტმფრენიც შეუერთდება.

შტაბის წევრები იღებენ ინფორმაციას ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შესახებ. პრემიერ-მინისტრის დავალებით ხეობაში უკვე გაიგზავნა მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური