საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები ბორჯომში რჩებიან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-08-22

1 2

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბორჯომის ხეობაში რჩება. გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას და მაშველებს შეხვდა. გამთენიისას ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების სრული დატვირთვით განახლებას, პრემიერ-მინისტრი ადგილზე მიადევნებს თვალყურს.

24 საათიან რეჟიმში მუშაობს საგანგებო შტაბი. ბორჯომში რჩებიან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე.

ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის და სახანძრო სამსახურების ხელმძღვანელები.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური