საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა თიანეთის მოსახლეობას “თიანეთობა 2017“ მიულოცა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-08-12

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თიანეთის მოსახლეობას "თიანეთობა 2017" მიულოცა. მთავრობის მეთაური თიანეთში, სახალხო ზეიმზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

პრემიერმა  ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა დაათვალიერა. გიორგი კვირიკაშვილი დღესვე თიანეთის სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც ჯვრის კურთხევისა და ტაძრის გუმბათზე აღმართვის ცერემონიას დაესწრო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური