საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი თბილისს ესტუმრა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-07-31

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი თბილისს ესტუმრა

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი თბილისს ესტუმრაამერიკის ვიცე-პრეზიდენტი თბილისს ესტუმრა

საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ეწვია. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს და მის მეუღლეს, კარენ პენსს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მისი მეუღლე, მაკა ცინაძე დახვდნენ.

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია, შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი.
დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მის მეუღლეს და აშშ-ის დელეგაციის წევრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით იმყოფება. ვიზიტი ხორციელდება მაიკ პენსის პირველი ევროპული ტურნეს ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური