საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის კომენტარი ამოსაბეჭდი ვერსია

2017-07-24

ისრაელი, როგორც სახელმწიფო, ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი. გამოწვევები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, გახლავთ მსგავსი. ისრაელმა შეძლო, აეშენებინა ძალიან ძლიერი სახელმწიფო. ამას სჭირდება მთელი ერის კონსოლიდაცია და ნამდვილად მაგალითია ყველა პატარა ერისთვის, ვისაც სურს, გრძელვადიანი სტაბილურობა უზრუნველყოს საკუთარ ქვეყანაში.ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი და დავგეგმეთ მომავალ რამდენიმე თვეში ძალიან ინტენსიური ვიზიტები სამინისტროებს შორის. ვფიქრობთ, ისრაელის მაღალი ტექნოლოგიები არის ძალიან საჭირო საქართველოსთვის. ასევე, ვფიქრობთ, რომ უსაფრთხოების სფეროში ჩვენი თანამშრომლობა შესაძლოა, გამოდგეს ძალიან მნიშვნელოვანი. მე ასევე დავპატიჟე პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ საქართველოში და მან მიიღო ეს მოწვევა. ჩვენ ალბათ უნდა ველოდოთ მის ვიზიტს, რომელსაც სავარაუდოდ მოყვება ბევრი ბიზნესმენის ვიზიტი და ვფიქრობთ, რომ  ისრაელის მხრიდან ინვესტიციები საქართველოში არის უმნიშვნელოვანესი. 

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური