საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

ლიკანის პარკს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია ენიჭება ამოსაბეჭდი ვერსია

2017-07-21

ლიკანის პარკს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭება, - მის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, პარკში მდებარე კომპლექსი რეაბილიტირდება და ქვეყნის წარმოსაჩენად ერთ-ერთი ულამაზესი ტურისტული მიმართულება იქნება.

„ამ მიმართულებით უკვე გაკეთებულია ბევრი რამ, თუმცა ვფიქრობ, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიაში გადაყვანით ჩვენ კიდევ უფრო გავამყარებთ პარკის სტატუსსაც. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ლიკან-ბორჯომის ეკონომიკური განვითარებისა და იქ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური