საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერი - მთის კანონი მნიშვნელოვანწილად შეცვლის ცხოვრების დონეს ჩვენს მთიან რეგიონებში ამოსაბეჭდი ვერსია

2017-07-21

მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას 37 სოფელი დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ პედაგოგები, ექიმები, პენსიონერები და სოციალურად დაუცველები დამატებით შეღავათებს მიიღებენ.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დამატებით შეღავათებს მიიღებენ კომპანიებიც, რომლებიც „მთის კანონის" თანახმად, მთელი რიგი გადასახადებისგან თავისუფლდებიან.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2016 წლის პირველი იანვრიდან მოყოლებული 250-მა კომპანიამ უკვე ისარგებლა ამ შეღავათებით. ვფიქრობ, ეს კანონი მნიშვნელოვანწილად შეცვლის ცხოვრების დონეს ჩვენს მთიან რეგიონებში, არა მხოლოდ იქ მოსახლეობის დამაგრების კუთხით, არამედ ვფიქრობ, ბევრი ადამიანი დაბრუნდება. ეს ტენდენცია საბედნიეროდ უკვე შეინიშნება, რაც ძალიან მახარებს და სავარაუდოდ, გაგრძელდება", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური