საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი წარადგინა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-07-12

ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი დაინიშნა, - ახალი მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ილია ელოშვილი 2012 წლიდან იყო ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე და ყველა პროექტში, რომელიც სამინისტრომ განახორციელა, მას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს.

„იგი რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე იყო მინისტრი, ასე, რომ მინისტრობის გამოცდილებაც აქვს და დარწმუნებული ვარ, წარმატებით გაართმევს თავს ამ ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას და ამოცანებს. მას აქვს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორსა და საერთაშორისო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება. ილია მუშაობდა USAID-ისა და „ათასწლეულის გამოწვევის" პროგრამებში და ვფიქრობ, იქნება ძალიან წარმატებული ენერგეტიკის მინისტრი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური