საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერის კომენტარი საკონსტიტუციო ცვლილებებზე ამოსაბეჭდი ვერსია

2017-07-09

სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდი ნაწილი არ არის კონსტრუქციულად განწყობილი იმისკენ, რომ ჩვენ უფრო ფართო კონსენსუსს მივაღწიოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს საკონსტიტუციო ცვლილებების თემის კომენტირებისას განუცხადა.პრემიერის თქმით, კონსტიტუციის ცვლილებებზე მუშაობის პროცესში შექმნილი იყო საკონსტიტუციო კომისია, რომელშიც ყველას ჰქონდა საშუალება, ჩართულიყო, მათ შორის - პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას.


"დღეს საკითხი ორი მოსმენით დასრულებულია. ჩვენ მზად ვართ, კიდევ გადავდგათ ნაბიჯები იმისათვის, რომ ვიპოვოთ საკითხები, რომელიც გარკვეულწილად შეარბილებს ამ ფონს და რაღაც დონის კომპრომისი იქნება ჩვენი მხრიდან. ამისთვის, ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებში. ხაზს ვუსვამ, ოპოზიციური პარტიების ნებისმიერ წარმომადგენელს აქვს საშუალება, ამ დიალოგში ჩაერთოს",- აღნიშნა პრემიერმა.