საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

საქართველო ევროპის საბჭოს სპორტის მინისტრების მე-15 საიუბილეო სესიას უმასპინძლებს ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-25

2018 წელს საქართველო ევროპის საბჭოს სპორტის მინისტრების საიუბილეო მე-15 მინისტერიალს უმასპინძლებს. ქართველი სპორტსმენების წარმატების საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენის კიდევ ერთი ძალიან კარგი საშუალება  - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საიუბილეო სესიის გამართვა თბილისში. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სასიხარულოა, რომ საქართველო სულ უფრო და უფრო იკიდებს ფეხს საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების რუკაზე.

„ეს ასევე ძალიან კარგი იქნება საქართველოს, როგორც საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარებისთვის საინტერესო მიმართულების შესახებ საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური