საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-25

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის საქართველოში ჩატარების ფაქტს გამოეხმაურა და მას უმნიშვნელოვანესი მოვლენა უწოდა.

„26-29 მაისს საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას მასპინძლობს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს არაწევრ ქვეყანაში ასეთი მაღალი დონის ფორუმი ტარდება. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მიიღებენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას. ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კიდევ ერთხელ მხარდაჭერისთვის ასეთი ღონისძიების საქართველოში ჩატარება არის უაღრესად მნიშვნელოვანი,"-განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური