საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-23

 

 

ორ სახელმწიფოს შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობის და მეგობრული ურთიერთობების ნათელი დასტური - ამსიტყვებით შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მე-2 სხდომის ფარგლებში გამართული დიალოგი და მას ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით, ორი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მიერ გამოხატული მკვეთრი პოზიცია უწოდა.

სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომას, რომელიც საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით გაიმართა, მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.

მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა თურქეთის ხელისუფლებას საქართველოს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს სახით თურქეთს ჰყავს ერთგული პარტნიორი. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვამსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებს. მისი თქმით, რეგიონალური არასტაბილურობის პირობებში, კიდევ უფრო დიდ ღირებულებას იძენს საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა და მაღალი დონის პოლიტიკურიდიალოგი.

"ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ორ ქვეყანას შორის მიმდინარეობს ინტენსიური თანამშრომლობა მრავალ სფეროში. საქართველოსა და თურქეთს თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება და მნიშვნელოვანი პერსპექტივები აქვთ მსხვილ სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებში. არ შეიძლება არ აღინიშნოს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომლის პირველი განშტოების დასრულებაც 2017 წლის ზაფხულისთვის არის დაგეგმილი. ეს პროექტი, სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტთან ერთად, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციას და უკეთ წარმოაჩენს პროექტის მონაწილე საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკურ მნიშვნელობას და ასევე ჩვენი სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას. ეს კორიდორი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი „აბრეშუმის გზის" აღორძინების დიდი პროექტის, რასაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი სულ რამდენიმე დღის წინ ჩინეთში გამართული სამიტის დროს," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.

თურქეთის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ბოლო 25 წლის მანძილზე თურქეთმა გააფართოვა ურთიერთობები საქართველოსთანდა დღეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებას. ბინალი ილდირიმის თქმით, საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომის ფარგლებში გამართული დიალოგი მიანიშნებს ორი ქვეყნის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, სადაც მხარეებს შესაძლებლობა აქვთ სიღრმისეულად განიხილონყველა საკითხი და იმსჯელონ თანამშრომლობის განვითარების შემდგომ ნაბიჯებზე.

საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მე-2 სხდომაზე მხარეებმა განიხილეს ორიქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის, კულტურის, იუსტიციისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, საფუძველი ჩაეყარა ერთობლივ ეკონომიკურ და სავაჭრო კომისიას, რომელიც მომავალი თანამშრომლობის ახალჩარჩოებს განსაზღვრავს.

საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომის ფარგლებში საქართველოს და თურქეთის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს „თბილისის განცხადებას," რომლითაც მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, თავიანთი პატივისცემა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი და აღნიშნეს, რომ ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა და მეგობრობა რეგიონული მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გარანტია.

დღესვე ორი ქვეყნის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა მნიშვნელოვან დოკუმენტებს: „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა დათურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას"; დეკლარაციას „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ერთობლივი ეკონომიკური და სავაჭრო კომისიის (JETCO) დაფუძნების შესახებ"; „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას"; „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, ზღვაოსნობისა და კომუნიკაციის სამინისტროს შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს".


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური