საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

ესპანეთის მეფემ საქართველოს წარმატება მიულოცა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-20

ესპანეთის მეფე დადებითად გამოეხმაურა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული არჩევნების შედეგეებს.
ფილიპე მეექვსემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში საქართველოს წარმატება მიულოცა და ზურაბ პოლოლიკაშვილს ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.
თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ესპანეთის მეფეს პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
გიორგი კვირიკაშვილსა და ფილიპე მეექვსეს შორის საუბარი იორდანიაში, "ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის" ფარგლებში გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური