შეხვედრა ინვესტორებთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-16

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საინვესტიციო კომპანია „Ocean Capital“-ის მფლობელს, კომპანია “Ludgate Investments”-ის მმართველ დირექტორს, ხაის ვოსკამპს და მის ბიზნესპარტნიორებს შეხვდა.  საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს და ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს.

მხარეებმა განიხილეს „Ocean Capital“-ის საქართველოში მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. უცხოელი ინვესტორების მხრიდან გამოითქვა დაინტერესება საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით.  

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომპანია „Ocean Capital-ს უკვე განხორციელებული აქვს საქართველოს უძრავი ქონების სექტორში 15 მილიონი დოლარის ინვესტიცია და  გეგმავს გააფართოვოს და გაზარდოს ინვესტიციები, როგორც უძრავი ქონების, ისე ენერგეტიკისა და ტრანსპორტის  სექტორებში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური