საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის კომენტარი ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-12

ძალიან დიდი წარმატებაა მთელი ქვეყნისთვის ზურაბ პოლოლიკაშვილის გამარჯვება გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიო მაშსტაბით. საქართველოს ისტორიაში, გაეროს სისტემაში ჩვენს ქვეყანას ასეთი მაღალი რანგის ოფიციალური პირი ჯერ არ ჰყოლია. მინდა, პირველ რიგში მივულოცო ზურაბს და მივულოცო ყველას, რადგან ეს ყველა ჩვენგანის წარმატებაა.

ეს არის, რა თქმა უნდა, ზურაბის წარმატება, მისი ავტორიტეტის დამსახურება და მთელი მთავრობის, ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის მხრიდან ძალიან მიზანმიმართული მხარდაჭერის შედეგი. ასე, რომ ყველას ვულოცავ ამ ძალიან დიდ წარმატებას ჩვენი ქვეყნისთვის!