საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

შეხვედრა ამერიკის ხაზინის მდივანთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-10

 

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. გიორგი კვირიკაშვილი დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივანს, სტივენ მნუჩინს შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას და ორ ქვეყანას შორის ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობას.

გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოითქვა, რომ აშშ-ი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების პროცესში. მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური გარემო და ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს, რაც  მათი შეფასებით, ბიზნესწრეებისა დასაერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საქართველოსადმი ნდობის ფაქტორს ზრდის.

საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის ინიციატივებს და ეკონომიკურ რეფორმებს.

ამერიკის სახელმწიფო ხაზინაში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური