პრემიერ-მინისტრის განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-06

მინდა მოგილოცოთ ყველას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესი და უპრეცედენტო გადაწყვეტილების მიღება - დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომელშიც პირველად დაფიქსირდა საქართველოს ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, რომ აშშ-ი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და სრულ ნდობას უცხადებს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პროცესებს.

გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი