საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

შეხვედრა გაეროში მუდმივ წარმომადგენლებთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-02

1  2

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.

საუბრის ძირითადი თემები იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და თანამშრომლობა გაეროსთან, ასევე - ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონული ორგანიზაციების საქმიანობაში აქტიურ ჩართულობას, დიპლომატიური ურთიერთობების გაფართოებასა და პროაქტიურ საგარეო პოლიტიკას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

პრემიერ-მინისტრმა ელჩებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, დეტალურად ისაუბრა მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე და მათთვის გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დაცვისა და მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგის განხორციელების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. პრემიერმა დიპლომატებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებსა და ოკუპირებული რეგიონების ჩართულობის გაძლიერებისკენ მიმართულ ნაბიჯებზე. შეხვედრისას, გიორგი კვირიკაშვილმა ელჩებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

  3  4  5

6  7  8 

9  10  11

12