საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

გასეირნება ბრიუსელის ქუჩებში ამოსაბეჭდი ვერსია

2017-03-29

ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს საქართველოს დელეგაციის წევრ ახალგაზრდებთან ერთად ბრიუსელის ქუჩებში, ქალაქის ისტორიულ ნაწილში გაისეირნა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საერთაშორისო განათლების ცენტრის სტიპენდიანტები, "სტარტაპ საქართველოს" მიერ დაფინანსებული ბენეფიციარები, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიისა და ნეოგრეცისტიკის მიმართულების წარმატებული სტუდენტები, სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინასებული ახალგაზრდები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე წარმატებული სტუდენტები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები.

ახალგაზრდებმა პრემიერთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მათი უმეტესობა პირველად იმყოფება ევროპაში და სასიხარულოა, რომ პირველი მოგზაურობა ამ ისტორიულ მოვლენას დაემთხვა.
ახალგაზრდების ჯგუფს ბელგიის უმაღლეს სასწავლებლების სტუდენტებიც შეუერთდნენ. სტუდენტებმა პრემიერთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური