საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-03-22

851 024 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია და კიდევ ერთი ახალი საწარმო სახელმწიფო პროგრამა „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, - სუბლიმირებული ხილის საწარმოს - „გემუანი" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გახსნა. საწარმოში, რომელიც წლიურად 22 ტონა სხვადასხვა სახეობის სუბლიმირებული ხილის წარმოებას უზრუნველყოფს, 30 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ, ისე - საექსპორტო ბაზრებზე.

საწარმოს პროდუქციას 150-ზე მეტი მცირე და საშუალო ფერმერი აწვდის. კომპანია, „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში განხორციელებული „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანდაფინანსების პროგრამის" ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 851 024 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 250 000 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 484 512 აშშ დოლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.

კომპანია, უახლოეს მომავალში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით, საერთაშორისო სტანდარტის - ISO:22000-ს აღებას გეგმავს. დღემდე, სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით, სამეგრელოს რეგიონში გაიხსნა 20 ახალი და გაფართოვდა 36 საწარმო, რომელთა სრული ინვესტიციის მოცულობა 25 მილიონ აშშ დოლარამდეა. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური