საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

რუმინეთში გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი იგეგმება ამოსაბეჭდი ვერსია

2017-03-17

რუმინეთში, აპრილში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი იგეგმება, - დაგეგმილი ვიზიტის დეტალები და ორმხრივი ურთიერთობები იყო გიორგი კვირიკაშვილისა და რუმინეთის ელჩის რადუ ლივიუ ჰორუმბას დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემები.

საუბრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მთელ რიგ სფეროებში არსებულ აქტიურ თანამშრომლობას და პოლიტიკურ კავშირებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების აუცილებლობას. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა რუმინელი ინვესტორების შემოსვლას და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას მიესალმება.

მხარეებმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე, რუმინეთის ელჩმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური