საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის კომენტარი ამოსაბეჭდი ვერსია

2017-03-12

ეს არის ქვეყანა, რომელშიც არის ძალიან კონსტრუქციული, ქვეყნის მოყვარული მთავრობა, რომელიც ზედმიწევნით იცავს კანონს და ჩვენი მოქალაქეების უფლებებსა და სტაბილურობას, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში გუშინ განვითარებული მოვლენები.

„ასევე, ეს არის ქვეყანა, რომელშიც არის აბსოლუტურად დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილი, რომელიც არად დაგიდევს ქვეყნის სტაბილურობას, ჩვენი მოქალაქეების უფლებას, იცხოვრონ მშვიდობიან ქვეყანაში და იყენებს ყველაზე სათუთ გრძნობებსაც კი, იმისთვის, რომ საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს. ეს არის სიმართლე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დესტრუქციული ძალების მიზანია, „ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა თუნდაც, ოღონდაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში".

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური