საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

შეხვედრა იტალიის სენატის პრეზიდენტთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-03-08

იტალია საქართველოს აღიქვამს, როგორც ევროპული ოჯახის წევრს - ამის შესახებ იტალიის სენატის პრეზიდენტმა პიეტრო გრასომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, შეხვედრაზე განაცხადა.

რომში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხებზე და საპარლამენტთაშორისო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები იყო. პიეტრო გრასომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს მოქალაქეები შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას შეძლებენ.

გიორგი კვირიკაშვილმა და პიეტრო გრასომ ისაუბრეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე. იტალიის სენატის პრეზიდენტის თქმით, საქართველო, როგორც ევროკავშირის პარტნიორი ქვეყანა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური