საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფედერიკა მოგერინის შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-02-18

  

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს მიერ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე მიღწეულ პროგრესს განსაკუთრებულ შეფასებას აძლევს, - ამის შესახებ ფედერიკა მოგერინიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული დიალოგის წარმატებით დასრულებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ პროცედურებს უმოკლეს ვადაში დაასრულებს.

ყურადღება ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შეეხო. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის ეფექტური იმპლემენტაციის ერთგულია.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით, რომელიც 2017 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური