საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

სამუშაო შეხვედრა გუბერნატორებთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-02-08

რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების საქმიანობის კოორდინაცია და გუბერნატორების როლი მთავრობის მიერ დაგეგმილი პროექტების ეფექტური განხორციელების პროცესში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და გუბერნატორების დღევანდელი სამუშაო შეხვედრის ძირითადი თემები.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების ჩართულობის აუცილებლობას მთავრობის მიერ დასახული ამბიციური გეგმების განხორციელებაში და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი საკითხების ოპერატიულად გადაჭრის პროცესში, ეფექტურ და შედეგზე ორიენტირებულ კოორდინაციას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებს, რომელთა მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. პრემიერმა გუბერნატორებს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების პროცესში მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდა.

რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრას მთავრობის ეკონომიკური გუნდი დაესწრო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური