საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის სამძიმარი ამოსაბეჭდი ვერსია

2017-01-23

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მსოფლიო დონის მეცნიერის, გამოჩენილი ირანისტისა და ღვაწლმოსილი ქართველი დიპლომატის ჯემშიდ გიუნაშვილის გარდაცვალების გამო.
ჯემშიდ გიუნაშვილი იყო ჩვენი ქვეყნის პირველი ელჩი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში და, როგორც ნიჭიერმა დიპლომატმა და ირანის ისტორიისა და კულტურის კარგად მცოდნემ, უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა საქართველოსა და ირანს შორის მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში. მისი დამსახურებაა ირანში ქართული დიპლომატიის მიმართ განსაკუთრებული ნდობა და გამორჩეული დამოკიდებულება.
ჯემშიდ გიუნაშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობა ძვირფასია მისი შემდგომი თაობის ირანისტებისთვის არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. მძიმეა ეს დანაკლისი ფერეიდნელი ქართველებისთვის, რომლებმაც მისი სახით დიდი გულშემატკივარი დაკარგეს.
გულწრფელად თანავუგრძნობ ჯემშიდ გიუნაშვილის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს, მთელ საქართველოს ამ დიდი დანაკლისის გამო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

გიორგი კვირიკაშვილი