საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

შეხვედრა კორპორაცია “Denso”-ს აღმასრულებელ დირექტორთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-01-20

უმსხვილესი იაპონური ავტომწარმოებელი კორპორაცია "Denso", რომელიც ევროპაში ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს, საქართველოს შესაძლებლობებს შეისწავლის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და კორპორაცია "Denso"-ს აღმასრულებელი დირექტორის, მასატო ნაკაგავას შეხვედრაზე აღინიშნა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ბიზნესშესაძლებლობებზე და იმ კონკურენტუნარიან გარემოზე, რომელსაც საქართველო ინვესტორებს სთავაზობს.
Denso, რომლის დამფუძნებელია კომპანია Toyota, კონვეირებისა და სათადარიგო ნაწილების ქსელებისთვის ავტონაწილების გლობალურ მომწოდებელს წარმოადგენს. Denso ცნობილია, როგორც ყველაზე ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე კომპანია. Denso-ს ყველა საწარმოს მინიჭებული აქვს QS 9000 და ISO 9000 ხარისხის სერტიფიკატი, რაც დეფექტების ნულოვან ალბათობას იძლევა. კორპორაციას აქვს შვილობილი კომპანიები 35 ქვეყანაში და ფლობს 40 მილიარდი დოლარის აქტივებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური