საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

შეხვედრა კომპანია “Limak”-ის თავმჯდომარესთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-01-19

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უმსხვილესი თურქული კომპანია "Limak"-ის თავმჯდომარეს, ებრუ ოზდემირს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს და ხაზი გაესვა იმ შესაძლებლობებს, რასაც საქართველო ინვესტორებს სთავაზობს.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში ტურიზმის განვითარების საკითხები იყო. ითქვა, რომ საქართველო ტურისტულად მიმზიდველი ქვეყანაა, რასაც ადასტურებს უცხოელ ვიზიტორთა რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა. აღნიშნულ კონტექსტში, საუბარი შეეხო დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მნიშვნელობას.

კომპანია "Limak"-ი ძირითადად ტურიზმისა და ენერგეტიკის სფეროებით არის დაინტერესებული. კომპანია ახორციელებს პროექტებს აეროპორტების, პორტების, საავტომობილო გზების მშენებლობასა და მათ მართვაში. კომპანია ფლობს სასტუმროთა ქსელს თურქეთის კურორტებზე.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური