საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

შეხვედრა Microsoft​-ის ვიცე-პრეზიდენტთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-01-19

საქართველო სამაგალითო წარმატების ქვეყანაა, რომელიც ლიდერია რეგიონში ლიცენზირებული პროგრამების მოხმარების, ინოვაციების განვითარებისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით, - ამის შესახებ მულტინაციონალური კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაცია Microsoft​-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ტონი თაუნს ვითლიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, Microsoft​-ი განიხილავს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით.

გიორგი კვირიკაშვილმა Microsoft​-ის ვიცე-პრეზიდენტს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა გააცნო, რომლის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი "სტარტაპების" ხელშეწყობა და ბიზნესის განვითარებაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენებაა. საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამ მიმართულებით Microsoft-ის თანამშრომლობა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან არის უაღრესად მნიშვნელოვანი.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა კომპანია Microsoft-ს განათლებისა და ინოვაციების სფეროში მხარდაჭერისთვის და ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური