საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

შეხვედრა კომპანია “Libra Group”-თან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-01-19

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო კომპანია "Libra Group"-ის (The Libra Group) თანამფლობელს, ნიკოლას ლოგოტეტისს შეხვდა და მას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტურიზმის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებს. გიორგი კვირიკაშვილმა მსოფლიოში უმსხვილესი ბიზნესჯგუფის წარმომადგენელს საქართველოს ტურისტული პოტენციალი და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. Libra Group-ს აქვს შვილობილი კომპანიები მსოფლიოს 35 ქვეყანაში. ბიზნესჯგუფი ძირითადად ორიენტირებულია ავიაციის, ენერგეტიკის, საფინანსო სფეროებზე, სასტუმროებსა და უძრავ ქონებაზე.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური