საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

შეხვედრა BP-ის აღმასრულებელ დირექტორთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-01-19

"ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროგრესისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების საკითხებზე პრემიერ-მინისტრთან საკმაოდ წარმატებული საუბარი შედგა. ეს უკანასკნელი პროექტი მოიცავს არა მარტო საქართველოს, არამედ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობას თურქეთში და ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ საკმაოდ ვრცლად მიმოვიხილეთ ეს საკითხი. ასევე შევეხეთ BP-სა და საქართველოს მთავრობის საქმიანობას თქვენი ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით მიკროფინანსირების პროგრამების ფარგლებში,"-განაცხადა რობერტ დადლიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომპანია BP-ის მთავარი ოფისი განთავსებულია ბრიტანეთში, ქ. ლონდონში. კომპანიას აქვს წარმომადგენლობები სხვადასხვა ქვეყანაში. კომპანია BP საქართველოში 1996 წლიდან მოღვაწეობს, სადაც ამჟამად, მილსადენების ექსპლუატაციის ფაზაში, 500-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური