საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერმა ირანს ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიუსამძიმრა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-01-11

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ირანის ისლამური რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, აიათოლა აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა დღეს, ირანის ელჩს მიუსამძიმრა და საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

„აიათოლა აქბარ ჰაშემი რაფსანჯანი აქტიურად ედგა გვერდში საქართველოს, დამოუკიდებლობის პირველ წლებში. მისი წვლილი, დამოუკიდებელი საქართველოსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, ძალიან ფასეულია. მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი ღრმა მწუხარება აიათოლა აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით", - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური