საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2016 წლის სხდომები

2016 წლის 3 ნოემბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-11-03

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მინისტრთა კაბინეტმა მოიწონა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი - ,,აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დასაფინანსებელი „მეორადი გზის გაუმჯობესების პროექტის" ფინანსური პირობების შესახებ."

მთავრობის გადაწყვეტილებით, გაიმართება ოფიციალური მოლაპარაკებები აზიის განვითარების ბანკთან ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობასთან დაკავშირებით. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაახლოებით 50 კმ. სიგრძის საავტომობილო გზას და ასევე მასთან მისასვლელ გზებს, რომლებიც აღნიშნულ გზასთან დააკავშირებს სარკინიგზო სადგურებს და ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური