საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2016 წლის სხდომები

2016 წლის 4 თებერვლის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-02-04

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით 3 თებერვალს  მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული 38 საკითხი განიხილეს. დღის წესრიგი

მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს. ჯანდაცვის სამინისტრო მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 326 020 ლარს მიიღებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირებისთვის.

მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ." გასული წლების მსგავსად, პროგრამისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 50 მილიონი ლარი. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური