საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-09-01

          

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 31 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს დელეგაციას აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.
გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოლაპარაკებები აზერბაიჯანელ კოლეგასთან, არტურ რასიზადესთან, როგორც პირისპირ, ისე - გაფართოებულ ფორმატში.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაურმა გვირგვინით შეამკო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეურლის, ზარიფა ალიევას საფლავები და მარადიული ცეცხლის მემორიალი.
საქართველოს სამთავრობო დელეგაციაში, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე იმყოფებოდნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური