საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები
  • 12 დეკემბერი 2016
    ქვესადგური „მარნეული 500“-ის მშენებლობა დასრულებულია

    თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქვესადგური „მარნეული 500", რომელიც თბილისის და ქვემო ქართლის ელექტრომომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, დასრულებულია, - პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ", „რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის" ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. 

  • 11 დეკემბერი 2016
    საქართველოს პრემიერ - მინისტრის სამძიმარი

    უკიდურეს აღშფოთებას გამოვთქვამ სტამბულში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ემსხვერპლა.

  • 10 დეკემბერი 2016
    ადამიანის უფლებათა დაცვის დღე

    ხმა აიმაღლე სხვისი უფლებების დასაცავად დღეს! - ამ მოწოდებით მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს ზეიმობს. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის სახელით, დღეს საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა.

  • 09 დეკემბერი 2016
    პრემიერმა ყაზახ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა ყაზახ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს.

  • 09 დეკემბერი 2016
    პრემიერი - თუ ვინმე შეეხო ბავშვების რაციონს, მიიღეთ ყველაზე მკაცრი გადაწყვეტილება

    თუ ვინმემ ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია გაიგო ისე, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვებს რაციონი უნდა შევუმციროთ, ეს არის დანაშაულებრივი გადაწყვეტილება, - ასე გამოეხმაურა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თელავში საბავშვო ბაღების სისტემაში კვების რაციონიდან მნიშვნელოვანი საკვების სახეობები ამოიღეს.

  • 09 დეკემბერი 2016
    თედო ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა

    თედო ჯაფარიძე საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თედო ჯაფარიძე ყველასთვის ცნობილი, უაღრესად გამოცდილი, უმაღლესი რანგის პროფესიონალია, რომლის მუშაობა გუნდში, საგარეო მიმართულებით საქართველოს უმნიშვნელოვანესი გეგმების განხორციელების საქმეში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. 

  • 09 დეკემბერი 2016
    პრემიერი შოთა რუსთაველის დღის დაწესების ინიციატივით გამოვიდა

    კარგი იქნებოდა, დაგვეწესებინა შოთა რუსთაველის დღე, რომელიც ყოველწლიურად გახდებოდა პოეზიის, ჰუმანიზმის ზეიმი და კულტურული მიმართულებით საქართველოს წარმოჩენის კიდევ ერთი ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

  • 09 დეკემბერი 2016
    საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 195 დევნილ ოჯახს გადაეცემა

    საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 195 დევნილ ოჯახს გადაეცემა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

  • 09 დეკემბერი 2016
    მთავრობა ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმას დაამტკიცებს

    მთავრობა საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმას დაამტკიცებს, - 2017-2027 წლების სამოქმედო გეგმა, რომელსაც ენერგეტიკის სამინისტრო წარადგენს, გადამცემი ქსელების სისტემის ძალიან მნიშვნელოვან მოდერნიზებას ითვალისწინებს. 

  • 09 დეკემბერი 2016
    თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფიქალის ქვის და ხე-ტყის მიღების წესი მარტივდება

    თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფიქალის ქვის და ხე-ტყის მიღების წესი მარტივდება, - შესაბამისი ცვლილებების პაკეტს, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტრომ მოამზადა, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს. 

<<  6 7 8 9 10   >>